- “რაც გვეამაყება და გვაერთიანებს” – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.
“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
13:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
14:00-15:00 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;
13:00-18:00 ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე: 3D მოდელები, ასაწყობი ფაზლი, რობოტები, გამოფენა;
14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
14:00-18:00 საბავშვო და სპორტული სივრცეები: ხის სანიშნეების მოხატვა, კალიგრაფიის აქტივობა, თიხის ქოთნების მოხატვა, სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, წიგნის სანიშნების დამზადება, არქეოლოგიური კუთხე, დრამერებსა და ოჩოების შოუ, ფეხბურთის და კალთბურთის კუთხე;
15:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
16:30-16:40 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;
14:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
16:40-16:45 მუსიკალური პერფორმანსი „ჩიტების ცეკვა“;
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ანსამბლი „შავნაბადა“;
17:15-17:20 ცეკვა ქართული, ზუგდიდის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი”;
17:20-19:00 ნატო გელაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, სოფო ბედია, ბორის ბედია, ელენე ფოჩხუა, მარიტა როხვაძე, ვერიკო ტურაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონი“