საფეხბურთო კლუბი აქსესუარებს შეიძენს


საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ 9 470 ლარის სპორტულ ფორმასა და აქსესუარებს გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს. კლუბის ამ მოთხოვნას ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღეს ხმათა უმრავლესობით მისცა თანხმობა. როგორც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს გახდა ცნობილი, „ზუგდიდი“ მიემგზავრება თუქრქეთში წინა სასეზონო შეკრებაზე, რისთვისაც აუცილებელი გახდა გარკვეული სპორტული ნივთების შეძენა. მათ შორის სპეციალური ტანსაცმლისა და აქსესუარების. საქონლის შესაძენად დროის სიმცირის გამო სატენდერო პროცედურების ვერ ჩატარების მიზეზით, კლუბმა გამარტივებული შესწყიდვის ნებართვა მოითხოვა. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ სხდომაზე იმედი გამოითქვა, რომ „ზუგდიდი“ გამარჯვებებს მოწყურებულ გულშემატკივრებს საბოლოოდ კარგ თამაშს უჩვენებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!