- პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge-ს მეშვეობით ექნებათ.
ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს: სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას, რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას,
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.
