- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას წინ უძღოდა 85 წლისადმი მიძღვნილი ვიდეო-კოლაჟი, სადაც წარმოდგენილი იყო სასახლის მრავალწლიანი არქივი. იუბილეზე, შემოქმედებითმა კოლექტივებმა მრავალფეროვანი რეპერტუარი წარადგინეს.
სცენაზე ერთმანეთს ვოკალური, ქორეოგრაფიული, ფოლკლორული გუნდები და დეკლამატორები ენაცვლებოდნენ.
დასკვნითი ღონისძიების დასასრულს, სასახლის დირექციამ პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს აქტიური, ნაყოფიერი, ინოვაციური და წარმატებული წლისთვის მადლობის სიგელები გადასცა.