სასახლეში ფესტივალი “ქARTული” გაიმართა


  • დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ა(ა)იპ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ფესტივალი “ქARTული” გაიმართა.

ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა, რომელიც ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნაწილს მოიცავდა. მასში ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზეს.

ფესტივალის დირექტორმა ნატალია კემულარიამ, დამფუძნებელმა ნინო გოგოხიამ და ორგანიზატორმა მალხაზ გვარამიამ ღონისძიების დასასრულს თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადეს და შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ხელოვნების ფესტივალი “ქARTული”, ტრადიციულად ყოველი წლის დეკემბერში გაიმართება. მისი მიზანია ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და პოპულარიზაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!