- თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ავტობუსში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ზუგდიდელ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე და მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა.