სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა  5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა


  • ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, დამთავრდა აქციებზე, პიროტექნიკის გამოყენებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ორი ზუგდიდელი აქტივისტის მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას საქმის განხილვა.

საქმის პირველ ნაწილში, მათ სასამართლომ, (მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე), 5000-5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

მეორე ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებდა, დაკავებულებს ბრალი არ დაუდასტურდათ.

ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!