- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის წევრები, პროექტის “სარკმელი” სკოლაში” ფარგლებში, მეოთხე საჯარო სკოლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბს ესტუმრნენ. “მოსწავლე კოლეგებმა”, ერთად, ბლოგისთვის მულტიმედია პროდუქტი მოამზადეს.
სანამ ბლოგს შექმნიდნენ და ინტერვიუს ჩაწერდნენ, “სარკმელელებმა” ისაუბრეს თავიანთი კლუბის შექმნის ისტორიაზე, გამოცემებზე, ზოგადად ჟურნალისტიკაზე, მის გამოწვევებზე, ციფრული მედიის უპირატესობაზე. შემდეგ კი, ადგილზევე, ჟურნალისტთა კლუბისთვის, შექმნეს ბლოგი.
ბლოგის პირველი მასალაც ადგილზე შეიქმნა. სტუმარ-მასპინძელმა შერჩეულ რესპონდენტს შეკითხვები დაუსვეს, პარალელურ რეჟიმში ხდებოდა მასალის ლაივი, ფოტოს გადაღება და ტექსტის აწყობა.
რამდენიმე წუთში, ბლოგზე აიტვირთა ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის მიერ, სახელდახელოდ შექმნილი ინტერვიუ ფოტომასალით, იქვე იქნა, წაკითხული ტექსტი და გააანალიზდა, თუ რამდენად, სწორად მოხდა მასალის აგება და მისი მკითხველისთვის მიწოდება.
მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ და სკოლის ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელმა ირინე ქობალიამ გვითხრა, რომ შედგა ძალიან საინტერესო სამუშაო დღე დამწყები მოსწავლე ჟურნალისტებისთვის.
“ზუგდიდელებთან” ჩატარებული ვორქოშოპის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა, ჟურნალისტთა კლუბის წევრმა მარიამ გულორდავამ, რომელიც დღეს რესპონდენტის ამპლუაში იყო და ჟურნალისტი თანატოლების შეკითხვებს გმირულად იგერიებდა.
დღევანდელი დღით კმაყოფილი დარჩა ვორკშოფის “სარკმელი” სკოლაში” ერთ-ერთი ფასილიტატორი, ახალაგზარდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრი სალომე ნარმანია.
შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი, რომ მსგავსი ვორქშოპები პროექტის “სარკმელი” სკოლაში” ფარგლებში, განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლაში. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ხელის შეწყობა და მათში საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის აუცილებებლი უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ხელის შეწყობა.