- წუხელ, ზუგდიდში ოპოზიციის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ დასრულდა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ.
პარლამენტის წევრმა ანა წითლიძე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ვისაც სურვილი ექნება იქნებიან, მანამ სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება”.
ადგილზე მობილიზირებულ იყო სამართალდმცავები.
ინფორმაციისთვის, დღეს, ზუგდიდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც გააპროტესტეს.
ფოტო: ნიკოლოზ კალანდია