პროტესტის 45-ე დღეს, შეკრებილებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა


  • ზუგდიდში, საპროტესტო აქციის 45-ე დღეს, შეკრებილებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. როგორც ის ამბობს, ეს არის მისი რეგიონალური ტურის პირველი დღე და სიმბოლურია, რომ ზუგდიდიდან იწყებს… “რადგან ზუგდიდი ის ადგილია, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან…”

სალომე ზურაბიშვილმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდებთან ერთად, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მსვლელობისას, ის გაჩერდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

მსვლელობა დასრულდა იქ, სადაც დაიწყო, სამეგრელო – ზემი სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან. აქ, სალომე ზურაბიშვილი დაემშვიდობა შეკრებილებს.

აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ ხვალიდან ისევ განახლდება აქციები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!