ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. ადგილობრივებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო ინიციატივების ხმის მიცემა დილის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე შეეძლებათ.
ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 200 000 – 200 000 ლარი. ეს თანხა გაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.
პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით ხორცილედება.