- საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
“ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 – საათზე. 14 ოქტომბერს კი წირვა -10:00 საათზე. ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია”.- ნათქვამია საპატრიარქოს განცახდებაში.