- საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.
“სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და სხვა ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
