„ქართული ოცნება“ მოსახლეობას შეხვდება


28 აპრილს, 12:00 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  (ჯანაშიას ქ. #12) საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები მოსახლეობას შეხვდებიან.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობაზე ისაუბრებენ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და ფრაქციის სხვა წარმადგენლები. ამის გარდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მოსახლეობას კომიტეტის საქმიანობის 2014 წლის ანგარიშს წარუდგენს. საჯარო შეხვედრა კითხვა–პასუხის სესიით დასრულდება, რომლის დროსაც დეპუტატები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ საჯარო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!