სანდრა რულოვსი ანაკლიელებს შეხვდა


ანაკლია – განმუხურის  დამაკავშირებელ ხიდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსმა პრესკონფერენცია გამართა მან ისაუბრა  ანაკლიაში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასტუმროების მშენებლობაზე და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე. მისი თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს და 8 ოქტომბერს ამომრჩეველმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. მოგვიანებით, რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატთან ბესიკ გაბუნისთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად,  ანაკლიის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა. მათ ბუკლეტები დაარიგეს და ადგილობრივებს ესაუბრნენ  შეჩერებულ პროექტებზე და ლაზიკის მშენებლობაზე „დაპაუზებულ ქვეყანაში არ გვინდა ცხოვრება, არც ანაკლიაში,  ჩვენ გვინდა სამუშაოები, გვინდა წინსვლა,  გაორმაგებული პენსიები, სოციალური დახმარების აღდგენა, მეტი ხელფასი და ღირსეული ცხოვრება, გვინდა ავტობანი იყოს ფოთამდე და შეუერთდეს ბათუმის მაგისტრალს“ [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bvCwq1Tdb7s[/embedyt]

ანაკლიელებს სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ. მან ისაუბრა თხილის კულტურაზე. მისი თქმით, ეს საკითხი ხელისუფლების ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. „მე გპირდებით, არჩევის შემთხვევაში, არ ვაპირებ, ვიჯდე კაბინეტში, მე ყველას ოჯახში მივალ და თითოეული თქვენგანის პრობლემებს მოვისმენ და მათ გადაჭრის გზებზე ვიმუშავებ“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!