- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს:
“პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ გარემოს 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, მათზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 1500 ლარით, იურიდიული პირები კი 3000 ლარით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.