- სამტრედიაში გაიმართა „ანზორ მაჩიტიძის მერვე მემორიალი ჭადრაკში. მემორიალის 8 და 10 წლამდე ასაკობრივ და ღია ტურნირში 16 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ზუგდიდის საჭადრაკოს სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის 7 შესაძლებლობიდან 6.5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მოსწავლემ ცოტნე ნანავამ (მწვრთნელი – გიორგი სართანია).
ღია ტურნირში გოგონათა შორის მესამე ადგილი დაიკავა თეკლე ბეჭვაიამ.


