- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22% შეადგინა.
უწყების ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18,217 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა 15%-ია.
ექსპორტირებულია 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები – ზრდა 24%, ღირებულებით 13 მლნ აშშ დოლარი -ზრდა 2%.