ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა-ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
“სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ, პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას”.-ნათქვამია ინფორმაციაში.