- www.zugdidelebi.ge-ს სტუმარია ბატონი როლანდ ახალაია, ცნობილი ზუგდიდელი ექიმი, ქირურგი, ონკოქირურგი, რომელიც ოთხი წელია კლინიკა “ენელაის“ სამედიცინო მენეჯერია (გასულ წლებში, ბატონი როლანდი, “ევექსის” ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი იყო).
ამ ეტაპზე რა პროფილით მუშაობს სამედიცინო ცენტრი “ენელაი”, რას სერვისებს სთავაზობს კლინიკა პაციენტებს და რა სამომავლო გეგმები აქვს სამედიცინო დაწესებულებას – გვესაუბრება ექიმი როლანდ ახალაია.
როლანდ ახალაია: -“ამ ეტაპზე „ენელაი“ ამბულატორიული მომსახურეობით შემოიფარგლება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენი კლინიკა, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პაციენტებს მოემსახურება არამარტო ჩვენს ქალაქში, არამედ მთელს რეგიონში. სამ-ოთხ თვეში სამშენებლო -სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
კლინიკას დიდი ხნის ისტორია არა აქვს, მაგრამ მოკლე პერიოდში, მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი, ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. ეს ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.
პაციენტმა არ უნდა იგრძნოს ექიმისგან უყურადღებობა და მისი დაავადებისადმი ზერელე დამოკიდებულება. პროფესიონალიზმი და კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი ატრიბუტი პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში.
რაც შეეხება სამედიცინო ცენტრ “ენელაის” ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი თორდიას, ის ამ კლინიკას წლებია, გუნდთან ერთად, წარმატებულად უძღვება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები”.
წარმატებები პროფესიონალ მედიკთა გუნდს,რომელიც სანდროა და გულისხმიერებით გამოირჩევა