სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან


  • სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან და პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ძლიერმა ქარმა 1100-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, 38 საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტრო ენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის. დარჩენილ სოფლებს კი ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღესვე აღუდგება. მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და მიმდინარეობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს სტიქიის სწრაფ ლიკვიდაციაზე. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. სტიქიასთან დაკავშირებით, ზუგდიდში სპეციალური კომისიის სხდომა შეიკრიბა, სადაც სტიქიის შედეგები და დაგეგმილი სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს”-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!