სამეგრელოში მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს


  • ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხთან ერთად ვაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესში 25 ამცრელი ბრიგადაა ჩართული.

აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება („სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“).

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში, დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლები ჩაერთნენ. მათ შორის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ცნობილი ქორეოგრაფი, ანსამბლ ,,ჩელას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ღირსების ორდენოსანი, საპატიო ზუგდიდელის ტიტულის მფლობელი თამაზ მოსია. თამაზ მოსიასთან ერთად, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი ლაშა შეროზია და თეატრის ხელმძღვანელი ზურაბ ეგუტია აიცრნენ.

ვაქცინაციის პროცესს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია 12 438 მოქალაქე.

აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე;

გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.

ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ინფოემაციისთვის, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 472 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 175 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 438 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!