- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 13 ადამიანი.
რუხის კლინიკაში იმყოფება 130 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 13 ადამიანი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 33 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 24 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი 57 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 57 ადამიანი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 104 პირი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო -ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილია ფოთის მკვიდრი, 68 წლის ქალი, რომელიც მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. რუხის კლინიკაში გარდაიცვალა 68 წლის სენაკელი და 83 წლის ფოთელი ქალი.