- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 45 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 2 პაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 12 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 10 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 7 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 15 პაციენტი, მათ შორის 1 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 99 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა 79 წლის მამაკაცი. ის აბაშის სოფელ ტყვირის მცხოვრები იყო.