- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდპაციენტი. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 34 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 25 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 6 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 55 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი 83 წლის ქალია ჩხოროწყუდან. ის რუხის კოვიდ ცენტრში გარდაიცვალა.
ვირუსს ემსხვერპლა ზუგდიდის მცხოვრები 70 წლის მამაკაცი. ის ზუგდიდის საავადმყოფოს კოვიდ განყოფილებაში გარდაიცვალა.