სამეგრელოს რეგიონის სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამაზე მიღება დაიწყო


  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიცირებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ცხადდება სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამის პირველი ეტაპი.

მეწარმეთა გადამზადების 5 კვირიანი პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში, განსაკუთრებით, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სტარტაპ და ინოვაციური ეკო-სისტემის, ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ ჩართულობას ინოვაციური სტარტაპ იდეების გენერირებასა და განხორციელებაში. რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდასა და  მონაწილეთა საგრანტო პროგრამისთვის – ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის (25 000 ლარამდე) მომზადებასა და მონაწილეობის მიღებას.

პრე-აქსელერაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სამეგრელოში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, მცხოვრებ 16 წლის ზემოთ ასაკის, ახალგაზრდა მეწარმეებს, ან პირებს რომელთაც სურთ თავიანთი ინოვაციური იდეების ან/და უკვე არსებული ბიზნესების განვითარება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მონაწილეთა 500 ₾-მდე შიდა დაფინანსებას პროდუქტების განვითარებისთვის, მათი მზაობიდან გამომდინარე.

პროექტი დასრულდება დემო დღით სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს წარადგენენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლების წინაშე, სადაც მიიღებენ დეტალურ უკუკავშირს, თავიანთ პროექტებზე 25 000 ₾-იან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, ასევე დაინტერესებული მხარეების და პოტენციური ინვესტორების წინაშე. 

პროგრამას ახორციელებს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ქლევერტონი.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ 7 მაისის ჩათვლით შემდეგ ბმულზე:



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!