- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 443 პაციენტი.
რუხის კლინიკაში იმყოფება 157 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმეა 34-ის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 39 პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა სენამედში – 44. ფოთის კლინიკა “ბომონდში” 45 კოვიდ პაციენტია მოთავსებული. მძიმეა 3-ის მდგომარეობა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 23 ინფიცირებული რჩება. სენაკი “ლაზიკა მედში” – 98. აქედან 2 მძიმე და საშუალო სიმძიმის 85. მარტვილის ევექსის კლინიკაში 17 პაციენტია. წალენჯიხის ევექსის კლინიკაში – 20.