- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 14 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 21 პაციენტი.
“სენაკი ლაზიკა მედი” – 35 პაციენტი, მძიმე 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 146 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 39 მოქალაქე.