სამეგრელო ზემო-სვანეთში უკანონო ნადირობის 82 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, 19 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 448 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთში უკანონო ნადირობის 82 ფაქტი გამოვლინდა.

“გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, 345 შემთხვევაში, სამართალდამრღვეებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, 5-მა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს. სამართალდარღვევებიდან საკმაოდ ბევრია უკანონო საშუალებით – ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, ამოღებულია 338 ასეთი მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.”-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!