სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მათგან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 46 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, შიდა ქართლში – 11, სამცხე-ჯავახეთში – 11, ქვემო ქართლში – 9, კახეთში – 5. უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 159 კგ-ს გადააჭარბა.

“ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზღვიდან და ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებული უკანონოდ ჩაგებული, ე.წ. სახლართი ბადეები. მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 850-მდე, ე.წ., ოჩხი (საბურავი), რომელიც გამოიყენება უკანონო თევზჭერისათვის. პრევენციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!