- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით გამოკვლეული 649 ნიმუშებიდან კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა.
6 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ოთხი ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ, გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერია, ერთი სენაკში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევა არის ბათუმში მცხოვრები მოქალაქის, რომელიც ზუგდიდში დროებით იმყოფებოდა.
,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 139 მოქალაქე.