- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში – 339, იმერეთში – 673, ქვემო ქართლში – 419, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 126, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 388, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 41“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.