- კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 595, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში – 623, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 139, შიდა ქართლში – 127, გურიაში – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში – 126, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43”.-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.