- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.
შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის kfw-ს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მათ შორისაა რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ასევე მიმდინარეობს ნარჩენების შეგროვების სპეციალური მანქანებისა და კონტეინერების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის.