- სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა თანამდებობა დატოვა. გიორგი ბერიშვილის განმარტებით, სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროს ლექსო რაფავას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების დევნა. ჩვენ, ყოფილი და მოქმედი პოლიციელები ვემსახურებით საქართველოს და არა რომელი პარტიას”, – განაცხადა გიორგი ბერიშვილმა ჟურნალისტებთნ.