- სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეოების შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 691 პირი გაიტესტა. მათგან 500 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი უკვე ცნობილია.
მალხაზ თორიას განმარტებით, კორონავირუსი 9-ს დაუდასტურდა. აქედან 5 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. მათგან ერთი საბერიოს კლასტერია. ხოლო 4 აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები არიან, რომლებიც იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში. ვირუსი დაუდასტურდა ფოთში 4 მცხოვრებს. მათგან ერთი გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი, ერთი ოჯახის წევრი. ოთხივე მათგანი ბათუმის კლასტერიდან არის.
მალხაზ თორიას თქმით, რეგიონის მასშტაბით კატრანტინში 123 მოქალაქე იმყოფება.