- ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია ზუგდიდელებს შობა ახალ-წელს ულოცავს.
ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, დიდი სიხარული და ამასთან პატივია ახალი წლის დადგომა მოგილოცოთ. თითოეული ჩვენგანის მიზანი ბედნიერების ძიებაა, მუდმივად ვფიქრობთ, როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ ის.
ამ ახალ წელს ყველა ზუგდიდელს, ქალაქის სტუმარსა თუ გულშემატკივარს მინდა ვუსურვო მიზნის მიღწევა, ბედნიერების შექმნა და რაც მთავარია, მისი ხანგრძლივად შენარჩუნების გზის პოვნა. ახალი გამარჯვებების, მოულოდნელი სიხარულის, მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს. ამჯერად ცოტა შორიდან, ბერლინიდან გიგზავნით ზღვა სიყვარულსა და სითბოს, რომელსაც ამ პატარა, მაგრამ სამყაროში ყველაზე კოპწია ქალაქისა და ქალაქელების მიმართ განვიცდი.