საკრებულოში მერიის თანამშრომლების ხელფასების გაზრდაზე კამათობდნენ


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, რომელმაც განმარტა, რომ ზუგდიდის მერიაში ხელფასები გაეზრდებათ გარკვეული კატეგორიის საჯარო მოხელეებს.

გიორგი შენგელია: “მერიის სამსახურებიდან მცირდება 37 საშტატო ერთეული, ეკონომია მთელი წლის განმავლობაში 170 ათას ლარამდე იქნება, თვეში 14 ათასი ლარი. რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას, ის ჩაჯდება კანონით მოთხოვნილ მეექვსე დონის შკალაში, რომელიც აქამდე, წესით უნდა ჰქონოდათ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს”.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ოპოზიცია. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. “სოციალური პრობლემების ფონზე, ეს არის უპასუხისმებლო ნაბიჯი. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შენიშვნები სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენ მოვუწოდებდით მათ შეემცირებინათ შტატები, რომელიც იყო გაბერილი და პასუხად მივიღეთ, რომ შეამცირეს ისეთი შტატები, რომლებიც აუცილებელი იყო და დატოვეს ისეთი შტატები, რომლებიც მათ სჭირდებათ საარჩევნოდ. მაგალითად, 48 ტერიტორიული სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი და მისი მოადგილე არიან თანამდებობებზე, რომელთა მტავარი ფუნქცია არის არჩევნებზე ხმების მოპოვება”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა ადამიამ აღნიშნა, რომ ხელფასების მატება თანამდებობის პირებისთვის არის მიუღებელი. “მე თუ მკითხავთ, დანაშაულიც კი. იმ ფონზე, როცა სოციალური და ჯანდაცვის სფერო 110 ათასი ლარით შემცირდა, ამის ფონზე საკუთარი ხელფასის გაზრდა არის დანაშაული”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!