საკრებულოს სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა


დილის ხმაურის შემდეგ, 5 საათამდე გადადებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უხმაუროდ განახლდა. საკრებულომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის საკითხები 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სხდომას ესწრებოდა დილის ხმაურის მიზეზი, “ნაციონალური მოძრაობის” სიით საკრებულოში მოსული და შემდეგ  “ევროპულ საქართველოში” გადასული დეპუტატი გელა თოლორაია. ის მოვიდა სხდომაზე, დაფიქსირდა და იქურობა ყოველგვარი კომენტარის გარეშე დატოვა.  სანაცვლოდ, დილის ხმაურიან სხდომასთან დაკავშირებით,  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელმა ბათლომე შელიამ. მან “სამარცხვინო” უწოდა “ნაციონალური მოძრაობის” დილანდელ ქმედებას და მოიხსენია როგორც “ობსტრუქციული ძალა”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=S6DNQAkCIK4[/embedyt]

სხდომას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის წევრები. არ იყო არც ყოფილი პროკურორი  მურთაზ ზოდელავა, რომელიც დილით საკრებულოს ბრალს დებდა, რომ მას შეწყვეტილი ჰქონდა პრობლემური საკითხების განხილვა.
დილის ხმაურიანი სხდომის შეფასება ჟურნალისტებთან გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, რომელიც დილის ინცინდენტს არ შესწრებია. მან თქვა, რომ საკრებულო არ გაურბის პრობლემებს და აგრძელებს კონტაქტს მოსახლეობასთან. რომ ის მზადაა, შეხვდეს და ესაუბროს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს საკრებულოს მუშაობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=heFVsWkaArQ[/embedyt]
მიუხედავად იმისა, რომ სხდომას არ ესწრებოდა მურთაზ ზოდელავა, საკრებულოს წევრმა თამუნა ჯიქიამ შეფასება მისცა დილით საკრებულში განვითარებულ მოვლენებს და კოლეგებს წარუდგინა ამობეჭდილი ფოტომასალები, სადაც მისი განმარტებით დაფიქსირებული იყო ფაქტები ზოდელავას პროკურორობის დროს ჩადენილი ქმედედებების შესახებ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NxYS84vjiOk[/embedyt]

ასევე, დილის საკრებულოზე განვითარებულ მოვლენებს შეფასება მისცა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ლაგვილავამ, მან იკითხა, როდის შემდეგ დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ” რომ თურმე საკრებულოს სხდომა ღიაა და სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება დაესწროს სხდომებს და განმარტა, რომ ეს განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც “ოცნება” მოვიდა უმრავლესობით საკრებულოში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=jOrCBI6o2Os[/embedyt]
სხდომის დასრულების შემდეგ, განახლებულ საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, განმარტება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Ighxmgf4zWY[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!