- პირველი ივლისის საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ოცდამეორედ ჩაიშალა. დღესაც, სხდომაზე არ გამოცხადნენ “ქართული ოცნების“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ხალხის ძალის“ წევრები.
ინფორმაციისთვის: მორიგი სხდომა ორი ივლისისთვის, პირველი საათისთვის, არის დაანონსებული. საკითხი იგივე რჩება.
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მალხაზ თორიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ ბასილაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ ჩანგელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი სორდიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარიამ ახალაის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაია გაწერელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბესიკ გაბუნიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბელა მოსიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
ინფორმაციისთვის: 30 ივნისს, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას, წერილით მიმართა.
“მოგიწოდებთ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე. უზრუნველყოთ, საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრების დასწრება. შეწყვიტოთ საკრებულოს საბოტაჟი, რაც საფრთხეს უქმნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ფუნქციონირებას და მოქალაქეების ინტერესებს.”