საკრებულოს სხდომა მეექვსე ჯერზე გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა თავიდან კვორუმის არარსებობის გამო, ერთი საათით გადაიდო. მოგვიანებით, სხდომაზე გამოცხადნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები. სხდომაზე დღის წესრიგით, განსაზღვრული 13 საკითხის განხილვა მოხდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ სანდრო სორდიამ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არ ესწრებოდნენ “ოცნების” დეპუტატები, წინა ხუთ სხდომას, რის გამოც, სხდომები იშლებოდა

“მინდა გითხრათ, რომ საკრებულო შედგება 45 წევრისგან. უმრავლესობას ფლობს ოპოზიციური ფლანგი, რომელიც 25 დეპუტატით არის წარმოდგენილი, შესაბამისად ფრაქცია “ქართლი ოცნების” მოსვლა არ მოსვლაზე, არ უნდა იყოს საკრებულოს ფუნქციონირება დამოკიდებული. რაც შეეხება, ჩვენს არ ყოფნას საკრებულოში ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ კონსულტაციებთან. ამ კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ დავესწარით საკრებულოს სხდომას. როგორც ჩანს, ჩვენი ყოფნა აღმოჩნდა გადამწყვეტი ოპოზიციური ფლანგისათვის, რომ საკრებულოს სდომა ჩატარებულიყო.

ოპოზიციური თანამდებობის პირების იმპიჩმენტზე, რომელსაც სისრულეში მოსაყვანად “ქართული ოცნების” წევრების გარდა, კიდევ 3 ხმა დასჭირდება, სანდრო სორდია მედიასთან აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება იყოს მათი ინიციატივის მხარდამჭერი.

“მაშინ, როდესაც მათ აქვთ აღებული პოლიტიკური თანამდებობები, ეს ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობების აღებასთან, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მართონ მუნიციპალიტეტის საკრებულო. როგორც ჩანს, მათ ეს ჩვენ გარეშე არ შეუძლიათ, შესაბამისად, დავაინიცირეთ ეს საკითხი”.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ მედიასთან განმარტა: “საინტერსოა ვისთან და რა საკითხებზე გადიოდნენ კონსულტაციებს. არ გამოვრიცხავ ისინი წინასწარ არიან შეთანხმებული თანამდებობის პირების გადაყენებასთან დკავშირებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუნდისთვის თანამდებობები არასდროს არ ყოფილა ამოსავალი წერტილი, დაველოდოთ შედეგებს. მათი ამ დაწყებული შეთანხმების მიმდინარე კონსულტაციებს, როგორც თვითონ ამბობენ. იმედია, მათ იგრძნეს პასუხისმგებლობა ამ ბოიკოტის რეჟიმში რომ იყვნენ და მთავარია ეს მიმდინარე სხდომა დღეს, ასე ვთქვათ დავასრულეთ და დაიხურა ის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რაც უნდა განგვეხილა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!