- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო 21-ედ ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას, წერილით მიმართა.
“მოგიწოდებთ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე. უზრუნველყოთ,საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრების დასწრება. შეწყვიტოთ საკრებულოს საბოტაჟი, რაც საფრთხეს უქმნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ფუნქციონირებას და მოქალაქეების ინტერესებს.”