საკრებულომ ცნობად მიიღო ლაშა გოგიას განცხადება გადადგომის შესახებ


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას განცხადება გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭრეს. 

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დეპუტატებს გააცნო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის განცხადება: “საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვე პუნქტისა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, პირადი განცახდების საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების მოხსნისა და დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გთხოვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს ცნობად,”-განაცხადა წოწერიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!