საკონსერვოს უბანში, დევნილთა საცხოვრებელი ჩამოინგრა


  • ზუგდიდში, საკონსერვოს უბანში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, თუმცა გადარჩა.

შენობაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა დევნილმა “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ბავშვი იმ წუთას მეორე ოთახში იყო გასული, რა დროსაც მოხდა შენობის ნგრევა. “საშინელი ხმა გავიგეთ. გარეთ გამოვედით. არავის გვეგონა, ბავშვი ცოცხალი თუ გადარჩებოდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მოვიდნენ და მცირეწლოვანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, როგორც ექიმებმა გვითხრეს, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ობიექტს, ეს შენობა საცხოვრებლად უვარგისია და შესაბამისი დასკვნაც არსებობს”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!