- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისებისა და ზედამხედველობის სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ იდა ქვარაია, მიხეილ ჭკადუა და გიგა მელია დღეს თანამშრომლებს წარუდგინა.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსად იდა ქვარაია დაინიშნა.
ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის თანამდებობა მიხეილ ჭკადუამ დაიკავა.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გიგა მელია დაინიშნა.
ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ირმა ქირია, რუხის ადმინისრტრაციულ ერთეულში კი, რუბენ ლუკავა დაინიშნა.