დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში პროექტის „მოქალაქეთა ინფორმაციულობისა და ჩართულობის კოეფიციენტის’’ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და საიას ზუგდიდის ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, გამოვლინდა ის პრობლემები, რომელიც არსებობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემში.