საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. დღევანდელ შეხვედრაზე “საიამ” 2016 წლის განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე და საჩივრებზეც ისაუბრა.“საიას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატებს “საია” იურიდიულ კონსულტაციას და საადვოკატო მომსახურეობას გაუწევს. “თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ არა მხოლოდ, განვახორციელებთ წინასაარჩევნო მონიტორინგს, უშუალოდ დავაკვირდებით არჩევნების დღის პროცედურას, ასევე განვახორციელებთ არჩევნების შემდეგ არსებულ ვითარებას”.
ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ ” ინფორმაციის გაცვლის კუთხით მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, რათა შეფასდეს ყველა ის დარღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში განხორციელდება წინასაარჩვენო პერიოდის დროს”.