საზაფხულო სკოლამ დაასრულა მუშაობა


  • “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში” საზაფხულო სკოლამ, “ზაფხული, მე და ბიბლიოთეკამ” დაასრულა მუშაობა. პროექტს ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილება და მასთან არსებული საბავშვო-ახალგაზრდული ოთახი.

საზაფხულო სკოლაში აქტივობები 15 ივლისს დაიწყო და გაგრძელდა 26 ივლისის ჩათვლით. პროექტი განკუთვნილი იყო 7-10 წლის მკითხველებისათვის, მასში მონაწილეობდა 45 ბავშვი. საზაფხულო სკოლის პროგრამა მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო იყო. ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად საზაფხულო სკოლაში მოწვეული პედაგოგებიც მუშაობდნენ. პროექტის კოორდინატორის მადლენა დამენიას განმარტებით, პროექტი წარმატებით განხორციელდა. ” საზაფხულო სკოლის მონაწილეებთან მუშაობა ძალიან სახალისო იყო, მოსწავლეები განხორციელებული აქტივობებით კმაყოფილები დარჩნენ. იმედი გვაქვს, საზაფხულო სკოლის მოსწავლეები მომავალ მკითხველებად დაბრუნდებიან.”

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და მოხალისე მასწავლებელს ააიპ “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისგან” სიგელები გადაეცათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!