საზაფხულო სკოლა დასრულდა


საზაფხულო სკოლა-„ზაფხული, მე და ბიბლიოთეკა“ დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ორკვირიანი საინტერესო პროცესი შემაჯამებელი ღონისძიებით შეფასდა. სკოლის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს საყვარელი ლექსები, შეასრულეს სიმღერები. ბავშვებს მიესალმნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის დირექტორი-მადონა მაქაცარია, პოეტი-ედემ კვირტია, მანანა გვარამია-დირექტორის მოადგილე, მადლენა დამენია-საბავშვო განყოფილების უფროსი. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები პროექტში ჩართულობისა და აქტიურობისათვის, პროექტში მონაწილე პედაგოგებს, ბიბლიოთეკარებს, მოხალისეებს გადაეცათ მადლობის სიგელები პროექტში გაწეული წვლილისათვის.

პროექტის მიზანი იყო ბავშვების წიგნიერების და ინტელექტუალური დონის ამაღლება, მეტი მკითხველის მოზიდვა და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პოპულარიზაცია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!