საინიციატივო ჯგუფმა “პოსეიდონი” გამართა აქცია სახელწოდებით „სადაც წყალი მარგია, იქ ცხოვრება კარგია“. ზუგდიდის ქუჩებში გუნდის წევრები გამვლელებს ურიგებდნენ წყალს, სტიკერებსა და ბუშტებს, რომლებზეც გამოსახული იყო საინტერესო და სახალისო მოწოდებები წყალზე ზრუნვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.